რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს კონგრესი: უკრაინიდან მოპარული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი ფოთის პორტშიც შევიდა

primemarine.info.

აშშ-ს კონგრესმა 2023 წლის ივნისში ანგარიში გამოაქვეყნა რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის მოპარვის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემები სხვა პორტებთან ერთად ფოთის პორტშიც შევიდა

ანგარიშში მიმღებ პორტებად ასევე მოხსენიებულია სირიის, ირანის, ისრაელის და ლიბანის პორტები. 

ანგარიშში წერია, რომ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად იცოდნენ მიმღებმა პორტებმა მარცვლეულის უკრაინული წარმოშობის შესახებ. 

აშშ-ს კონგრესის აღნიშნული ანგარიში ეფუძნება აშშ-ს დაზვერვის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, მათ შორის სატელიტურ ფოტოებს. 

კომენტარები