ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტი მორიგ რეკორდს ხსნის, მას SPOTIFY-ზე ყოველთვიურად 100 მილიონი მსმენელი ჰყავს

sky news

ტეილორ სვიფტი გახდა პირველი ქალი შემსრულებელი, რომელსაც Spotify-ზე ყოველთვიურად 100 მილიონი მსმენელი ჰყავს - მისმა ალბომებმა ყველაზე მეტჯერ დაიმსახურეს პირველი ადგილი.

სვიფტმა ასევე ჩაატარა რეკორდული Eras-ს ტურნე, რომლის მეშვეობითაც მომღერლის შოუებმა ბილეთებისა და სხვადასხვა ნივთის გაყიდვით $1 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა. მსმენელთა რიცხვის ზრდას სწორედ მის Eras-ს ტურნეს უკავშირებენ.

არიზონაში გამართული ტურნეს გახსნას კი მისი 69 000 გულშემატკივარი დაესწრო, რითაც სვიფტმა მადონას რეკორდი მოხსნა.

კომენტარები