თბილისის მერია

თბილისის მერია: მოსახლეობას მოვუწოდებთ, ქუჩებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

თბილისის მერიის ცნობით, ძლიერმა წვიმამ და ქარმა დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა. მერიის განცხადებით, დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები. ასევე, წაიქცა ხეები და დაზიანდა ელექტროსადენები.

"თბილისის მუნუციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა. ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები". - წერია მერიის განცხადებაში.

თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ქუჩაში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, საჭიროების შემთხვევაში კი მერიის ცხელ ხაზზე ( 2 72 22 22) დარეკონ.

კომენტარები