ჰოლივუდი

ლეონარდო დიკაპრიო მარტინ სკორსეზეს კიდევ ერთ ფილმში ითამაშებს

ლეონარდო დიკაპრიო და მარტინ სკორსეზე
Variety

ლეონარდო დიკპარიო მარტინ სკორსეზეს კიდევ ერთ ფილმში ითამაშებს. ახალი პროექტის შესაღებ სკორსეზემ წლის დასაწყისში ილაპარაკა. დღეს, ინფორმაცია ოფიციალურად მწერალმა დევიდ გრანმა დაადასტურა.

სკორსეზე და დიკაპრიო გრანის რომანის The Wager-ის ეკრანიზაციაზე იმუშავებენ. წიგნის მოქმედება მე-18 საუკუნეში ხდება, მთავარი გმირები საზღვაო კატასტროფას გადარჩენილი მეზღვაურები არიან.

დიკაპრიო, სკორსეზე და გრანი ერთობლივ ფილმზე მეორედ მუშაობენ. პირველი Killers of the Flower Moon არის, რომელიც მსოფლიო კინოგაქირავებაში მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოვა.

სულ სკორსეზეს და დიკაპრიოს 7 ერთობლივ ფილმზე აქვთ ნამუშევარი: Gangs of New York, The Aviator, The Departed, Shutter Island, The Wolf of Wall Street, Killers of the Flower Moon და მოკლემეტრაჟიანი ფილმი The Audition.

The Wager, ისევე, როგორც სკორსეზეს ბოლო ფილმი სტრიმინგ სერვის Apple-ის პროდუქციაა.

კომენტარები