უბედური შემთხვევა

ბაღდათში, ქვევრში 2 ადამიანი გაიგუდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიმში ქვევრში 2 ადამიანი გაიგუდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჭაჭის ამოსაღებად ქვევრში ჩასული ერთ-ერთი ადგილობრივი მამაკაცი შეუძლოდ გახდა, უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცის დასახმარებლად კი ქვევრში მეზობელი ჩავიდა, თუმცა, ორივე მათგანი დაიღუპა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლების დაღუპვის მიზეზი ჭაჭისგან დაგროვებული აირი გახდა. 

კომენტარები