ჯოზეფ ბორელი

სიცრუეა, რომ ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ მუშაობს – ბორელი

საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში. 2023 წლის 23 იანვარი
REUTERS/Johanna Geron

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის თქმით, სიცრუეა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები არ მუშაობს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში სანქციებმა "მნიშვნელოვნად შეძლეს მოსკოვის შესაძლებლობების შეზღუდვა, საკვანძო ბაზრებიდან ქვეყნის გამოდევნა და რუსეთის ინდუსტრიული თუ ტექნოლოგიური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი დეგრადაცია".

მისივე თქმით, ომის შესაჩერებლად, ეს კურსი უნდა შენარჩუნდეს.

"ჩვენი შემზღუდველი ზომები, ტექნიკურად სწორი ტერმინი რომ გამოვიყენოთ, უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით და ორიენტირებულია რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებზე, რაც გადამწყვეტია მოსკოვის ომის ძალისხმევისთვის". - თქვა ბორელმა.

მისი თქმით, ეს ზომები "იწვევს მძიმე, ხელშესახებ შედეგებს რუსეთის ეკონომიკისთვის, მიუხედავად ნავთობისა და გაზის უზარმაზარი შემოსავლებისა".

ბორელმა გამოთქვა რწმენა, რომ დროთა განმავლობაში სანქციების გავლენა გაიზრდება, ვინაიდან ეს ზომები გრძელვადიან გავლენას ახდენს რუსეთის ბიუჯეტზე და მის სამრეწველო და ტექნოლოგიურ ბაზაზე.

მისი თქმით, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 2.1%-ით შემცირდა. OECD-ის პროგნოზზე დაყრდნობით კი, რუსეთის მშპ 2023 წელს 2.5%-ით შემცირდება.

კომენტარები