ჯო ბაიდენი

არ მიკვირს – ბაიდენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე

ჯო ბაიდენი ვილნიუსის სამიტზე
Andrew Caballero-Reynolds/AFP/Getty Images

ტვერის ოლქში თვითმფრინავის ჩამოვარდნას, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი მოკვდა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა.

"ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არ მიკვირს. რუსეთში არ ხდება ბევრი რამ, რის უკანაც პუტინი არ დგას". - თქვა მან ჟურნალისტებისთვის მიცემულ მოკლე კომენტარში.

იმასთან დაკავშირებით, რომ ამბოხის შემდეგ პრიგოჟინის სიცოცხლე შესაძლოა საფრთხეში ყოფილიყო, ჯო ბაიდენმა 13 ივლისს, ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ბაიდენი პრიგოჟინზე: მის ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი რას შევჭამდი

როსავიაციის ინფორმაციით რუსეთის ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი და დმიტრი უტკინი იმყოფებოდნენ.

როსავიაციის ცნობით, ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში პრიგოჟინიც იმყოფებოდა

თვითმფრინავი Embraer-ი ტვერის ოლქში საღამოს ჩამოვარდა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის კადრებიც.

ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფ ტელეგრამ-არხ GREY ZONE-ზე ირწმუნებიან, რომ თვითმფრინავი, რომელიც პრიგოჟინს ეკუთვნოდა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს. ამავე არხზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევგენი პრიგოჟინი და დმიტრი უტკინი ნამდვილად იმყოფებოდნენ ბორტზე და ისინი დაღუპულები არიან.

კომენტარები