ხანძარი თურქეთში

თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან, 8 სოფლის მოსახლეობა ევაკუირებულია

ჩანაკალის პროვინციაში ხანძარს ებრძვიან 
 picture alliance/AA

თურქეთში, სოფელ კაიადერეს მიმდებარე ტერიტორიაზე 22 აგვისტოს ღამით ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მცირე დროში ფართო ტერიტორიაზე გავრცელდა. ხანძართან ბრძოლა მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა.

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხანძრის გამო დარდანელის სრუტეზე მოძრაობა შეზღუდა.

ხანძრით დაზარალებული 48 ადამიანი მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს. წინასწარი ღონისძიების ფარგლებში 8 სოფელი ევაკუირებულია, დაიწვა არაერთი საცხოვრებელი სახლი.

სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეგიონში გაგზავნილია 1 697 პერსონალი, 8 თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი, 240 წყლის ავზი და 71 წყლის ტანკერი.

სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა იბრაჰიმ იუმაკლიმ კი აღნიშნა, რომ ხანძარს, რომელმაც 1500 ჰექტარი დაფარა, ღამის ხედვის 4 ვერტმფრენითაც ებრძოდნენ.

მინისტრმა იუმაკლიმ აღნიშნა, რომ ხანძრის 29 კერიდან, 26 ლიკვიდირებულია. 

კომენტარები