რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელებმა რუსეთის მიერ ღამით გაშვებული 20 დრონიდან 11 ჩამოაგდეს

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, მათ რუსეთის მიერ ღამის თავდასხმების დროს გაშვებული 20 დრონიდან 11-ის ჩამოგდება მოახერხეს

უკრაინის სამხედრო და ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, რუსეთი 23 აგვისტოს ღამეს მარცვლეულის ექსპორტისათვის მნიშვნელოვან ოდესის რეგიონსა და მდინარე დუნაის რაიონს დაესხა თავს. შედეგად, მარცვლეულის საწყობი და სამრეწველო-სატვირთო კომპლექსი დაზიანდა, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"მტერმა დუნაის რაიონში მარცვლეულის შესანახი ობიექტებსა და წარმოების და გადაზიდვის კომპლექსებს დაარტყა. ხანძარი საწყობებში გაჩნდა და მალევე ლოკალიზდა. მეხანძრეები მუშაობას აგრძელებენ". - დაწერეს სამხედროებმა Telegram-ზე.

ოდესის გუბერნატორ ოლეჰ კიპერკის თქმით, რეგიონზე თავდასხმა სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

სანამ ივლისში რუსეთი მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებდა, დუნაის პორტები რუსეთში უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისათვის მნიშვნელოვან ობიექტებად ითვლებოდა. მას შემდეგ პორტები მარცვლეულის რუმინეთისაკენ გასაგზავნად მთავარ გზად იქცა.

კომენტარები