ბელარუსი

აშშ-ს საელჩო ბელარუსში: არ იმოგზაუროთ ბელარუსში, იქ მყოფებმა დაუყოვნებლივ დატოვეთ ქვეყანა

აშშ-ს საელჩო ბელარუსში
Vasily Fedosenko/Reuters

ბელარუსში აშშ-ს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ არ იმოგზაურონ ბელარუსში, ხოლო იქ მყოფებმა დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. 

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, 18 აგვისტოს ლიტვის მთავრობამ ბელარუსთან 2 სასაზღვრო პუნქტი დახურა, ხოლო ამჟამად ღია 4 სასაზღვრო პუნქტია. ბელარუსში აშშ-ს საელჩო ასევე წერს, რომ პოლონეთის, ლიტვის და ლატვიის მთავრობების განცხადებების თანახმად, სამომავლოდ ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვა გამორიცხული არაა.

"არ იმოგზაუროთ ბელარუსში მისი ხელისუფლების მიერ უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმის ხელშეწყობის, ბელარუსში რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების, ადგილობრივი კანონების თვითნებური აღსრულების, სამოქალაქო არეულობის პოტენციალის, დაკავებების რისკის, საელჩოს მხრიდან ბელარუსში მცხოვრები ან მოგზაურობის მსურველი აშშ-ის მოქალაქეებს დახმარების შეზღუდული შესაძლებლობის გამო. 

ბელარუსში მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. განიხილეთ გამგზავრება ლიტვასა და ლატვიასთან დარჩენილი სასაზღვრო გასასვლელებით ან თვითმფრინავით. აშშ-ის მოქალაქეებს ბელარუსიდან პოლონეთში სახმელეთო გზით შესვლის უფლება არ აქვთ. არ იმოგზაუროთ რუსეთში ან უკრაინაში.

თუ ბელარუსში გამგზავრებას გადაწყვეტთ:

შეიმუშავეთ საგანგებო გეგმა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული აშშ-ის მთავრობის დახმარებაზე. გადახედეთ მოგზაურთა საკონტროლო სიას; ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს მაღალი რისკის ზონებში მოგზაურობისთვის; ყოველთვის თან იქონიეთ თქვენი პასპორტი და სავიზო დოკუმენტაცია; გადახედეთ თქვენს პირად უსაფრთხოების მდგომარეობას და დაგეგმეთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომლებიც არ იქნება დამოკიდებული დამოკიდებული აშშ-ის მთავრობის დახმარებაზე; თვალყური ადევნეთ ადგილობრივ და საერთაშორისო მედიას ახალი ამბების გაცნობისთვის; მოემზადეთ ახალი ინფორმაციის საფუძველზე თქვენს გეგმებში შესწორებების შეტანისთვის; დარეგისტრირდით Smart Traveler-ის  ჩარიცხვის პროგრამაში, რათა მიიღოთ გაფრთხილებები და გააადვილოთ თქვენი მდებარეობის ნახვა საგანგებო სიტუაციებში; გამოიწერეთ სახელმწიფო დეპარტამენტის Facebook-ისა და Twitter-ის ანგარიშები; გადახედეთ ბელარუსის ქვეყნის უსაფრთხოების ანგარიშს". - აღნიშნულია ბელარუსში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში. 

კომენტარები