ჩინეთი-ჩრდილოეთ კორეა

ჩინეთი ჩრდილოეთ კორეიდან კომერციული ფრენების მიღებას განაახლებს

picture alliance/dpa/MAXPPP

ჩინეთმა გადაწყვეტილება მიიღო ჩრდილოეთ კორეული Air Koryo-ს ფრენების აღდგენაზე. Air Koryo-ს კომერციულ თვითმფრინავებს შეეძლებათ ორმხრივი ფრენების განხორციელება ფხენიანიდან პეკინის მიმართულებით. ორმხრივი ფრენები სამი წლის განმავლობაში იყო შეჩერებული. სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველი ფრენა ფხენიანიდან პეკინის მიმართულებით 28 აგვისტოს განხორციელდება. კომერციული ფრენები ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში მკაცრი კოვიდ შეზღუდვების გამო დაწესდა. 

ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს შორის კომერციული ფრენების აღდგენის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვანგ ვენბინმა გაავრცელა. 

2023 წლის ივლისში ჩინეთის და რუსეთის წარმომადგენლები ფხენიანს ესტუმრნენ და სამხედრო აღლუმს დაესწრნენ. 

რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეამ ნებართვა გასცა თავისი ათლეტებისთვის ყაზახეთში ტაეკვანდოს შეჯიბრზე დასასწრებად. 

კომენტარები