ჩინეთი-ჩრდილოეთ კორეა

"ვიმედოვნებ უფრო მშვენიერ კავშირს" – კიმ ჩენ ინი სი ძინფინგს მესამე ვადით არჩევას ულოცავს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ხვდება ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს ფხენიანში 2019 წლის ივნისი
KCNA / VIA REUTERS

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით არჩევა მიულოცა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, კიმ ჩენ ინი იმედოვნებს, რომ ქვეყნები ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებენ. 

"მე, თქვენთან ერთად, შევქმნი ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობის უფრო მშვენიერ მომავალს, [...] რათა გავაგრძელო სოციალისტური საქმის ძლიერი წინასვლა ორ ქვეყანაში". - აღნიშნავს კიმ ჩენ ინი. 

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა საკუთარი დომინირება მას შემდეგ გაზარდა, რაც მმართველი კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით აირჩიეს. პარალელურად კი ხელი შეუწყო პარტიაში მოკავშირეების გავლენების ზრდას. ამასთანავე, გაამკაცრა კონტროლი ეკონომიკაზე. 

კომენტარები