უნგრეთი

2027 წლიდან უნგრეთი კატარისგან გათხევადებულ ბუნებრივ აირს შეიძენს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიხიარტო
John Thys/Pool via REUTERS/File Photo

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეტერ სიხიარტოს ცნობით, უნგრეთი კატარისგან გათხევადებულ ბუნებრივ აირს (LNG) 2027 წლიდან მიიღებს. 

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მოთხოვნა გათხევადებულ ბუნებრივ აირზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. კატარი და აშშ ევროპისთვის გაზის პოტენციური იმპორტიორები არიან. 

"ჩვენ მივაღწიეთ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელსაც შემდგომ მოჰყვება მოლაპარაკებები კატარულ და უნგრულ ენერგო კომპანიებს Qatargas-ს და MVM-ს შორის, რათა განისაზღვროს რაოდენობა და გადაზიდვის მარშრუტი"- თქვა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიხიარტომ. 

კატარი მსოფლიოში გათხევადებული ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი ექსპორტიორია.

2021 წელს ხელმოწერილი 15 წლიანი შეთანხმების მიხედვით, უნგრეთი ყოველწლიურად 4.5 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს რუსეთისგან ყიდულობს. 

კომენტარები