სტიქია შოვში

ხაბეიშვილი: შოვზე საგამოძიებო კომისიის შექმნა უმნიშვნელოვანესია, უნდა ვიყოთ ერთიანები

არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ შერჩება რუსულ პარტიას და მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია კონკრეტული დამნაშავეების შესახებ. რუსული პარტიის რუსი შოთაძე-კობახიძე ამას არ გამოიძიებს, ეს ყველამ კარგად იცის, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა...

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ნუ იჩქარებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა, არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიციის წარმომადგენელია თუ ხელისუფლების, უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა. ეს არის საკითხი, რაზეც ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები, რადგან ადამიანებს, მოქალაქეებს, სჭირდებათ პასუხი.

საზმაუს ცნობით, ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შოვის ტრაგედიაზე საპარლამენტო კომისიის შესახებ.

კომენტარები