რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩემი ნათქვამი შეცდომა იყო - NATO-ს გენ. მდივნის აპარტის უფროსი უკრაინის გაწევრებაზე ალიანსში

ნორვეგიული მედიის ცნობითNATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის აპარატის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა თქვა, რომ მისი განცხადება უკრაინის ჩრდილო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრების შესახებ "შეცდომა იყო".

"ჩემი განცხადება ამასთან დაკავშირებით იყო უფრო ფართო დისკუსიის ნაწილი უკრაინის სამომავლო შესაძლო სცენარების შესახებ და ეს ამ გზით არ უნდა მეთქვა. შეცდომა იყო". - თქვა სტიან იენსენმა ნორვეგიულ მედიასთან VG.

15 აგვისტოს ნორვეგიულ მედიაში გავრცელდა ცნობა სტიან იენსენის ნათქვამის შესახებ. იენს სტოლტენბერგის აპარატის მეთაური უკრაინაში ომის დასრულების ერთ-ერთ ვარიანტად კიევის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების დათმობასა და მის NATO-ში მიღებას განიხილავდა.

"ვფიქრობ გადაჭრის გზა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობა და საპასუხოდ NATO-ს წევრობა იქნება". – ციტირებდა იენსენს ნორვეგიული მედია VG. მათი ცნობით, ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალჩინოსანმა ნორვეგიაში, არენდალში გამართული კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე ისაუბრა.

როგორც VG იენსენს ციტირებდა, "ამის განხილვა მნიშვნელოვანია". ამავე ცნობით, მან გაიმეორე იენს სტოლტენბერგის პოზიცია, რომ საბოლოო ჯამში, უკრაინის გადასაწყვეტია თუ რა პირობებზე მოილაპარაკებენ.

კომენტარები