რიკოთის გზა

რიკოთის მაგისტრალზე სამუშაოების 86% შესრულებულია – გზების დეპარტამენტი

რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86% შესრულებულია. ინფორმაციას ამის შესახებ გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

"რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან, 45 გვირაბი უკვე გაჭრილია; პროექტით დაგეგმილი 97 ხიდიდან, 81 ხიდი უკვე აშენებულია. ამასთან, 12 გვირაბით და 22 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს" - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

11 აპრილს რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა - მიზეზად გზების დეპარტამენტმა "მცირე ქვათაცვენის" გამო გზების გაწმენდის საჭიროება დაასახელა. 13 აპრილს რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის, სპეციალური რეჟიმით გაიხსნა. 

ამ დრომდე, რიკოთზე მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი მოძრობს მხოლოდ 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი დაშვებულია ორმხრივად - 23:00 საათიდან 05:00 საათამდე.

კომენტარები