რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 უკრაინელ გენერალზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინელი ჯარისკაცები 2022 წლის 18 ივნისს აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში რუსეთის პოზიციებზე თადასასხმელად ამზადებენ აშშ-ს მიერ მიწოდებულ M777 ჰაუბიცს
AP Photo/Efrem Lukatsky

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინელ გენერლებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, დონბასზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ, ძებნა გამოაცხადა

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, სიაში სამი უკრაინელი მაღალჩინოსანია:

  • თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალ-ლეიტენანტი ევგენ მოისუკი
  • გენერალი იგორ ჰალანიუკი
  • გენერალი ანდრეი კოვალჩუკი

პროპაგანდისტული მედიის ცნობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სამ გენერალს ბრალი დაუსწრებლად ივლისის ბოლოს წაუყენა. კომიტეტის ცნობით, ისინი მეთაურობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დასახლებები 2016, 2017 და 2019 წლებში დაბომბეს.

კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში 2014 წლიდან მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან 2022 წლამდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, რუსებმა 240 ბავშვი მოკლეს, ხოლო 56 დაკარგულად ცხადდება. კონფლიქტში დაახლოებით 30 000 ადამიანი დაშავდა.

უკრაინის მთავრობა განმარტავს, რომ სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ორი ტერიტორია - ლუგანსკი და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები - დროებით რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს ორი ტერიტორია რუსეთისა და მისი მოკავშირე სირიის გარდა არცერთმა სახელმწიფომ არ აღიარა.

მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბრძოლა დონბასზე კონტროლისთვის კიდევ უფრო გამწვავდა.

კომენტარები