რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: ყველაფერს გავაკეთებთ რუსეთთან მოლაპარაკებების საჭიროებაზე ხმების გასაქრობად

Ozan Güzelce / Getty Images

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინას რთული შემოდგომა ელის, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი "მსოფლიოში გავრცელებული ხმებია", რომ რუსეთთან მოლაპარაკებებია საჭირო. ამის შესახებ კულებამ Instagram-ზე პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ვადიმ კარპიაკთან ისაუბრა.

"ყველას ვაფრთხილებ, ძალიან რთული პოლიტიკური სეზონი იქნება. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ყველა ფრონტზე, მაგრამ რთული შემოდგომა იქნება". - თქვა კულებამ.

კულებას განმარტებით, უკრაინას დიპლომატიური და პოლიტიკური კუთხით, წინ "მძიმე შემოდგომა" ელის. მისი თქმით, იქნება ბევრი რთული საერთაშორისო სამიტი, სადაც უკრაინას დასჭირდება მხარდაჭერა არამხოლოდ ტრადიციული მეგობრებისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან.

"თქვენ ხედავთ მთელ ამ ხმებს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ისმის, რომ არის "პრობლემები", რომ საჭიროა მოლაპარაკებები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში, რათა ეს ხმები გაქრეს". - თქვა კულებამ.

კომენტარები