შსს

რაზმაძე: გაუგებარია, როგორ უნდა ვითანამშრომლო გამოძიებასთან, როდესაც ის დაწყებულიც არ არის

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის, გოგა რაზმაძე ეხმაურება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას მის საქმესთან დაკავშირებით. უწყება რაზმაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

რაზმაძე საგამოძიებოს პასუხობს და წერს, რომ ის თავისი ნებით გამოცხადდა საგამოძიებო სამსახურში და დააფიქსირა მზაობა გამოძიების ფარგლებში დეტალური ინფორმაციის მიწოდებაზე. 

ასევე, რაზმის თქმით, როდესაც ის მივიდა უწყებაში, გამოძიება ჯერ დაწყებული არ იყო. 

"მინდა‭ ‬ ‭ ‬გამოვეხმაურო‭ ‬ ‭ ‬სპეციალური‭ ‬ ‭ ‬საგამოძიებო‭ ‬ ‭ ‬სამსახურის‭ ‬ ‭ ‬სრულიად‭ ‬ ‭ ‬სამარცხვინო განცხადებას.

პირველი‭ – რომელ‭  ‬"გამოძიებასთან‭ ‬თანამშრომლობაზე"‭ ‬მომიწოდებთ?!‭ ‬‬სადაა გამოძიება? გამოძიებასთან თანამშრომლობა შეიძლება მაშინ, როცა‭ ‬ გამოძიებაა დაწყებული.‭ ‬თუ‭ ‬ ‭ ‬გამოძიება‭ ‬დაწყებული‭ ‬‬არაა,‭ ‬გამოძიებასთან‭ ‬როგორ‭ ‬უნდა ვითანამშრომლო ჩემთვის სრულიად გაუგებარია.

მეორე‭ – თქვენი‭ ‬ ‭ ‬პირველივე‭ ‬ ‭ ‬გამოძახებისთანავე‭ ‬ ‭ ‬გამოვცცხადდი‭ ‬ ‭ ‬ჩემი‭ ‬ ‭ ‬ნებით საგამოძიებო სამსახურში და თქვენს ე.წ გასაუბრების ოქმში, წერილობით დავაფიქსირე რომ მზად ვიყავი გამოძიების ფარგლებში დეტალური ინფორმაციის მოსაწოდებლად. თანამშრომლობის‭ ‬ ‭ ‬სურვილი‭ ‬ ‭ ‬რომ‭ ‬ ‭ ‬არ‭ ‬ ‭ ‬მქონოდა‭ ‬ ‭ ‬არც‭ ‬ ‭ ‬მოგმართავდით‭ ‬ ‭ ‬და‭ ‬ ‭ ‬არც მოვიდოდი.‭ ‭ ‬‬

‭მე‭ ‬ ‭ ‬თქვენთან‭ ‬ ‭ ‬უარი‭ ‬ ‭ ‬განვაცხადე‭ ‬ ‭ ‬"სამართლებრივ" ‬ ‭ ‬აბსურდში‬ მონაწილოების მიღებაზე, რადგან გამოძიება არ იყო დაწყებული (მოვითხოვე გამოძიებს დაუყონებლივ დაწყება, ‭ ‬რადგან‭ ‬ საკმარისზე მეტი‭ ‬ინფორმაცია‭ ‬ მოგაწოდეთ‭ ‬ ‭ჩემი წერილობითი განცხადებით).

მესამე‭ –‭ ‬მეორედ‭ ‬ ‭ ‬თქვენგან‭ ‬ ‭ ‬შემეხმიანა‭ ‬ ‭ ‬გამომძიებელი‭ ‬ მას‭ ‬ ‭ ‬შემდეგ‭ ‬ ‭ ‬რაც‭ ‬ ‭ ‬სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება გამოძიების არდაწყებაზე გავასაჩივრე ამავე სამსახურის უფროსთან და პროკურორთან (სხვათაშორის არც ერთისგან ჯერ პასუხი არ მიმიღია).‭ ‬ ‭ ‬

კერძოდ,‭ ‬ ‭ ‬2023‭ ‬ ‭ ‬წლის‭ ‬ ‭ ‬9‭ ‬ ‭ ‬აგვისტოს‭ ‬ ‭ ‬მომწერა‭ ‬ ‭ ‬სპეციალური‭ ‬ ‭ ‬საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, რომელმაც მთხოვა დაკავშირება. მე მას ავუხსენი მიზეზები, რის გამოც მასთან საუბარს ვერ შევძლებდი და ვთხოვე ჩემს ადვოკატთან დაკავშირება (რომლისთვისაც არ დაურეკავთ).

თუ თქვენ რეალური სამართლებრივი პროცედურები გაინტერესებთ,‭ ‬2‭ ‬ადვოკატი‭ ‬მყავს‭ ‬ ‭ ‬და‭ ‬ ‭ ‬შეგეძლოთ ‭ ‬რომელიმესთვის‭ ‬დაგერეკათ.

მაღალი საჯარო ინტერესის უზრუნველსაყოფად, სტატუსს თან ვურთავ გამომძიებელთან მიმოწერას, რომელმაც ჩემი თხოვნის მიუხედავად, არც კი დაურეკა ადვოკატს (კიდევ მე არ ვთანამშრომლობ გამოძიებასთან თუ თქვენ ჩემთან?)

მეოთხე - რა გასაუბრებაზე მესაუბრებით? ჩემთან გასაუბრებაც იმიტომ ხომ არ გინდათ, რომ ეს ე.წ. "გასაუბრების ოქმიც" ისევ გენერალურ ინსპექციაში გადაგზავნოთ, რომლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ამ ეტაპზე თავად დავით მინდიაშვილია. თქვენ‭ ‬ ‭‬ამ‭ ‬ ‬განცხადებებით‭ ‬ ‭ ‬გინდათ‭ ‬ ‭ ‬საზოგადოების‭ ‬ ‭ ‬შეცდომაში‭ ‬ ‭ ‬შეყვანა‭ ‬ ‭ ‬და‭ ‬ ‭ ‬თქვენი უკანონო გადაწყვეტილების გამართლება.

ასევე, მინდა კიდევ ერთხელ საჯაროდ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მივმართო (წერილობით მიმართული მაქვს).

სპეციალური‭ ‬ ‭ ‬საგამოძიებო‭ ‬ ‭ ‬სამსახურის ‭ ‬გამომძიებლის ‭ ‬უარი‭ ‬ გამოძიების‭ ‬ დაწყების თაობაზე‭ ‬ ‭ ‬უხეშად‭ ‬ ‭ ‬არღვევს‭ ‬ ‭ ‬სისხლის‭ ‬ ‭ ‬სამართლის‭ ‬ ‭ ‬საპროცესო‭ ‬ ‭ ‬კოდექსის‭ ‬ ‭ ‬იმპერატიულ მოთხოვნებს.‭ ‬გამოძიების‭ ‬ ‭ ‬დაწყება‭ ‬ ‭ ‬არ‭ ‬ ‭ ‬არის‭ ‬ ‭ ‬საგამოძიებო‭ ‬ ‭ ‬ორგანოს‭ ‬ დისკრეციული უფლებამოსილება. ჩემს‭ ‬ ‭ ‬განცხადებაში‭ ‬ ‭ ‬აღწერილი‭ ‬ფაქტობრივი‭ ‬ ‭ ‬გარემოებები,‭ ‬ ‭ ‬სრულ‭ ‬ ‭ ‬შესაბამისობაშია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამ მუხლთან: სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლთან, ვინაიდან დავით მინდიაშვილი მუქარით, შანტაჟითა და სხვა უკანონო‭ ‬ ‭ ‬ქმედებებით‭ ‬ ‭ ‬მაიძულებდა‭ ‬ ‭ ‬დამეწერა‭ ‬ ‭ ‬ახსნა-განმარტება;‭ ‬ ‭ სისხლის სამართლის‭ ‬ ‭ ‬კოდექსის‭ ‬ ‭ ‬333-ე‭ ‬ ‭ ‬მუხლთან,‭ ‬ ‭ ‬ვინაიდან‭ ‬ ‭ ‬დავით‭ მინდიაშვილმა‭ ‬ ‭ ‬გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ჩემი პირადი ღირსების შეურაცხყოფის გზით, რამაც ჩემი კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია სისხლის სამართლის კოდექსის 143 ტერცია მუხლთან, ვინაიდან დავით მინდიაშვილი მამცირებდა მთელი სამი‭ ‬ ‭ ‬საათის‭ ‬ ‭ ‬განმავლობაში,‭ ‬ ‭ ‬ლახავდა‭ ‬ ‭ ‬ჩემს‭ ‬ ‭ ‬პატივსა‭ ‬ ‭ ‬და‭ ‬ ‭ ‬ღირსებას‭ ‬ ‭ ‬და‭ ‬ ‭ ‬მაიძულებდა დამეწერა ახსნა განმარტება, რამაც მე მომაყენა ძლიერი ფსიქიკური ტკივილი.

სპეციალურმა‭ ‬ ‭ ‬საგამოძიებო ‭ ‬სამსახურმა‭ ‬ ‭ ‬კი ‭ ‬ჩემს ‭ ‬განცხადებაში ‭ ‬მითითებულ გარემოებებში არათუ სამი, ვერც ერთი დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა.

გამოძიების დაწყებაზე უარის თქმით, თქვენმა ‭ ‬სამსახურმა არა ‭ ‬მხოლოდ დაარღვია სისხლის ‭ ‬სამართლის ‭ ‬საპროცესო ‭ ‬კოდექსის ‭ ‬ის ‭ ‬ნორმა,‭ ‬ რომელიც ‭ ‬გაკისრებთ გამოძიების დაწყებას ავალდებულებს, დიდი ალბათობით მოსპო დავით მინდიაშვილის მიერ ‭ ‬ჩადენილი ‭ ‬დანაშაულის ‭ ‬დამადასტურებელი ‭ ‬მტკიცებულებების ‭ ‬მოპოვების შესაძლებლობა,‭ ‬ ვინაიდან ‭ ‬ამ ‭ ‬მტკიცებულებებზე ‭ უკვე ‬ხელი ‭ ‬მიუწვდება ‭ ‬სწორედ ‭ ‬დანაშაულის ჩამდენ ‭ ‬პირს‭ ‬ ‭რომელიც‭ ‬ ‭ ‬არათუ‭ ‬ ‭ ‬ჩამოშორებულია‭ ‬ ‭ ‬საქმიანობას,‭ ‬ ‭ ‬ამ‭ ‬ ‭ ‬ეტაპზე‬ გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია.‬

ა‭მ‬ ‭ ‬საქმეზე ‭ ‬გამოძიების ‭ ‬დროულად ‭ ‬დაწყებას ‭ ‬ჰქონდა‭/‬ა‭ქვს‬ ‭ ‬არსები‭თი‬ ‭ ‬მნიშვნელობა.

მაღალია ყველ‭ა‬ ი‭მ‬ მტკიცებულების განადგურების საფრთ‭ხე‬,‭ ‬რომელი‭ც‬ დაადასტურებს ჩემს ‭ ‬მიმარ‭თ‬ ‭დანაშაულის ‭ჩადენის ‭ ‬ფაქტ‭ს‬ ‭ (‬მა‭გ‬.‭ ‬შინაგან ‭ ‬საქმეთა ‭ ‬სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში არსებულ‭ი‬ ვიდე‭ო‬ კამარების ჩანაწერები,‭ ‬სადა‭ც‬ ზუსტად იქნება ასახული‭ ‬ჩემი‭ ‬შესვლ‭ის ‬დ‭ა ‬გამოსვლის‭ ‬დრ‭ო‬,‭ ‬სხვა‭ ‬მნიშვნელოვანი‭ ‬მტკიცებულებები). ჩემთვი‭ს‬ ‭ ‬გაუგებარია ‭ ‬რ‭ა‬ ‭ ‬გარემოებები ‭ ‬შეაფასა ‭ ‬სპეციალურმა ‭ ‬საგამოძიებო ‭ ‬სამსახურმა დ‭ა‬ დანაშაულის რომელი ნიშა‭ნი‬ დააკლდ‭ა‬ გამოძიების დასაწყებად.‭ ‬ პასუხი,‭ ‬რომელიც მე ‭ ‬მივიღე დაუსაბუთებელია.‭ ‬შეფასების ‭ ‬პროცე‭სი‬ ‭ კი‬ ‭ ‬სრულად ‭ ‬აცდენილი‭ა‬ ‭ ‬სისხლის სამართლის‭ ‬კანონმდებლობას.

საქართველოს ‭ ‬კანონი ‭ ‬"სპეციალურ‭ი‬ ‭ ‬საგამოძიებო ‭ ‬სამსახურის ‭ ‬შესახებ" ‬კანონის ‭ მე‬-4 მუხლი ‭ ‬განსაზღვრავს ‭ ‬სპეციალურ‭ი‬ ‭ ‬საგამოძიებო სამსახურის ‭ ‬საქმიანობის ‭ ‬პრინციპებს: კანონიერებ‭ა; ‬ადამიანის ‭ ‬უფლება‭თა‬ ‭ ‬დ‭ა‬ ‭ ‬თავისუფლება‭თა‬ ‭ ‬დაცვ‭ა‬; დამოუკიდებლობ‭ა‬ ‭ ‬დ‭ა‬ ‭ ‬პოლიტიკურ‭ი‬ ‭ ‬ნეიტრალიტეტ‭ი; ‬ობიექტურობ‭ა‬ ‭ ‬და მიუკერძოებლობ‭ა; ‬პროფესიონალიზმ‭ი‬ს, საიდუმლოების‭ა‬ ‭ ‬და კონფიდენციალურობის ‭ ‬დაცვ‭ა.‬

სპეციალურმ‭ა‬ ‭ ‬საგამოძიებ‭ო‬ ‭ ‬სამსახურმ‭ა‬ ‭ ‬დაარღვია ყვე‭ლა ‬ზემოაღნიშნუ‭ლი ‬პრინციპ‭ი‬. სპეციალური‭ ‬ ‭ ‬საგამოძიებო‭ ‬ ‭ ‬სამსახურის‭ ‬ ‭ ‬უფროსს‭ ‬ ‭ ‬მოვუწოდებ,‭ ‬ ‭ ‬კანონით გათვალისწინებული წესით წერილობით მიპასუხოს ჩემს განცხადებაზე და ნუ მიგზავნის კვლავ‭ ‬ ‭ ‬გაურკვეველ‭ ‬ ‭პროცედურებში‭ ‬ ‭ ‬ჩართვის‭ ‬ ‭ ‬მიზნით‭ ‬ ‭ ‬იგივე‭ პირს,‭ ‬ ‭ ‬რომლის გადაწყვეტილება მასთან გავასაჩივრე. მე‭ ‬ ‭ ‬რა‭ ‬ ‭ ‬თქმა‭ ‬ ‭ ‬უნდა,‭ ‬ ‭ ‬ვაგრძელებ‭ ‬ ‭ ‬ჩემი‭ ‬ ‭ ‬უფლებების‭ ‬ ‭ ‬დაცვას‭ ‬ ‭ ‬კანონმდებლობით. გათვალისწინებული ყველა ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით". – წერს რაზმაძე. 

გოგა რაზმაძემ განცხადება პირველად 12 ივლისს გაავრცელა. რაზმაძის შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მასზე განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობაზე რეაგირებას სთხოვდა. რაზმაძე წერდა, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე საუბრის გამო, ის გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და "საქმე გაურჩიეს". 

რაზმაძის განცხადებას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც უწყების თანამშრომლის, გოგა რაზმაძის განცხადებას სრული ტყუილი და აბსურდი უწოდა.

28 ივლისს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნულ საქმეზე განცხადება გაავრცელა.  უწყების ცნობით, რაზმაძემ განცხადებაში მოყვანილი გარემოებების თაობაზე განმარტებების გაკეთება და გასაუბრებაში მონაწილეობის მიღება არ ისურვა.

შსს-ს თანამშრომელი: ხარვეზებზე საუბრის გამო გენინსპექციაში საქმე გამირჩიეს

კომენტარები