რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: მოლაპარაკებებისთვის მზად ვიქნებით, როდესაც რუსი სამხედროები უკრაინიდან გავლენ

Nikolay Doychinov/AFP/Getty Images

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, კიევი მზად იქნება მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მაშინ როდესაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინიდან გავლენ, თუმცა, დიალოგი პუტინთან არ გაიმართება. ამის შესახებ კულებამ იტალიურ გამოცემა Corriere Della Sera-სთან ისაუბრა.

"ჩვენ შეგვიძლია, გავმართოთ მოლაპარაკებები რუსეთთან მას შემდეგ, რაც რუსული ჯარი ჩვენი მიწიდან გავა, თუმცა, არა პუტინთან. ეს მიზანი, შესაძლოა, მიღწეული იყოს ომისა და დიპლომატიის ნაზავით. ჩვენი გენერლები ახლა პირველი საკითხით არიან დაკავებულები, მათი ამოცანაა რუსეთს უკან დახევა აიძულონ და დაარწმუნონ, რომ ომს საუბარი ჯობს". - თქვა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები გამორიცხულია, რადგან მან არაერთი დანაშაული ჩაიდინა.

"ჩვენთვის ცხადია, რომ პუტინსა და ზელენსკის ერთ მაგიდასთან არასდროს ვიხილავთ". - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

კომენტარები