რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა უკრაინის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბა – 18 წლის ბიჭი დაიღუპა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად, 18 წლის ბიჭი დაიღუპა, 3 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია დნიპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელმა, ნიკოლაი ლუკაშუკმა გაავრცელა.

ასევე, ლუკაშუკის თქმით, რუსების მიერ ნიკოპოლის დაბომბვის შედეგად, ქალაქში დაზიანდა ეკლესია, 5 სახლი, 2 ფერმა, მანქანა, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი. 

კომენტარები