ხვალ, 10 აგვისტოს, წყნეთს, სოფელ ახალდაბას, დაბა წავკისს, შინდისს, კოჯორს, კიკეთს, ბეთანიას, კვესეთს, ტაბახმელას, სამადლოს და დიდებას წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მიზეზად უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო სამუშაოებს ასახელებს.
- გარემოს სააგენტო: მოსალოდნელია თბური ტალღა, შესაძლოა, ტემპერატურამ 41 გრადუსამდე მოიმატოს
- 9 აგვისტოს საბურთალოსა და დიდუბის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება 16 საათით შეუწყდება
გადაერთებითი სამუშაოები ხვალ, 10 აგვისტოს დილის 11:00 საათზე დაიწყება და 11 აგვისტოს 17:00 საათზე დასრულდება. სწორედ ამ პერიოდში შეუწყდება წყალმომარაგება ზემოთჩამოთვლილ დასახლებებს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის" - ნათქვამია განცხადებაში.