წყალმომარაგების შეზღუდვა

GWP: მარჯანიშვილის N8-სთან დაზიანების გამო, 6 ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის N8-სთან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 15 აპრილის 21:00 საათამდე 6 ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP) ავრცელებს.

GWP-ის ცნობით, წყალმომარაგება შეუწყდება: მარჯანიშვილის ქ N1-27 (კენტებს), N2, N4, N6, N16, N18. უშანგი ჩხეიძის N17-N36 (ყველა), სანაპიროს ქ. N6, N8 ,N10 და კოსტავას 1-ელ შესახვევს, სატივისა და მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩებს.

დღეს, 15 აპრილს, მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში მარჯანიშვილის თეატრთან დაზიანებული წყლის მილის ვიდეო გაავრცელეს.

კომენტარები