საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მდინარე იორში არასრულწლოვანი დაიხრჩო

მდინარე იორში არასრულწლოვანი დაიხრჩო. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოხდა. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, მათთან შეტყობინება შევიდა, რომ მოზარდი მდინარეში ჩავარდა. ადგილზე მისულ მაშველებს არასრულწლოვანი თვითმხილველების მიერ ამოყვანილი დახვდა. 

მაშველებმა მოზარდს პირველადი დახმარება გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები