სტიქია შოვში

მღებრიშვილი: პირი, რომელიც შოვში დაკარგულთა სიაში იყო, ცოცხალია და სტიქიის ზონაში არ იმყოფება

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი პირი ცოცხალი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

"8 ავტომობილია, რომელიც გაუჩინარებულია და არ ჩანს. ასევე გონივრული ეჭვი, რომ რამდენიმე ცხედარი მდინარის კალაპოტში აღმოვაჩნოთ, დიდია.

[...] ნეგატივის შემდეგ, ერთი ძალიან იმედისმომცემი და კარგი ინფორმაცია შემიძლია გითხრათ, რომ ცხელ ხაზზსა და 112-ში დაკარგულთა სიაში დაფიქსირებული იყო ზურაბ ბიბილეიშვილი. ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ეს პირი ჯანმრთელია, ცოცხალია და ამ დროისთვის სტიქიის ზონაში არ იმყოფება. იყო ადამიანი დაკარგულების სიაში და დღეს შეგვიძლია ამოვრიცხოთ სიიდან".- თქვა მღებრიშვილმა. 

რაჭაში, შოვში, დღეს კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში 15-მდე ადამიანს ეძებენ.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.

გამოძიება უკვე დაწყებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე – სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევისა და 116-ე – სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლებით არის აღძრული.

კომენტარები