საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები

ფოტიგა: 2008 წლის ზაფხულში პუტინს ისევე სურდა ომი, როგორც 2022 წლის თებერვალში

2008 წლის ზაფხულში პუტინს ომი ისევე სურდა, როგორც 2022 წლის თებერვალში. დღეს ყველამ იცის, რომ რუსეთი მზადაა თქვას ნებისმიერი ტყუილი, რომელსაც თავისი იმპერიალისტური მიზნების განხორციელების საბაბად გამოიყენებს. ჩვენ ყველაზე აბსურდული სიტყვები მოვისმინეთ, რომლებიც სტალინისტურ დანაშაულებს ჩქმალავენ და მოლოტოვ-რიბბენტროპის პაქტსაც ამართლებენ. 2022, 2014 და 2008 წლებში, ისევე როგორც 1939 და 1940 წლებში, რუსეთმა გადაწყვიტა მის მშვიდობიან მეზობლებთან შეჭრილიყო, ვინაიდან, გრძნობდა, რომ ამის უფლება ჰქონდა. მან დასავლეთისა და მისი ინსტიტუტების სისუსტე იგრძნო და საკუთარი ტყუილების საპასუხოდ სიჩუმე მიიღო. პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ცნობილი სიტყვები, რომ ჯერ საქართველოს, მერე უკრაინის, მერე, ალბათ, ბალტიის ქვეყნების და მერე, ალბათ, პოლონეთის დროც იქნება, ბევრის მიერ იყო ციტირებული არა როგორც გაფრთხილება, არამედ როგორც ჩვენი რუსოფობიის მაგალითი. იყო მცდელობები, რომ ისინი, ვინც რუსეთს ყველაზე კარგად იცნობს, გაჩუმებულიყვნენ. ჩვენ არ გავჩუმდით. 

წერს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საკუთარ ტვიტერ გვერდზე. 

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. 

კომენტარები