რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა ამერიკისგან აბრამსის ტიპის ტანკებს შემოდგომის დასაწყისში მიიღებს

Staff Sgt. Matthew A. Foster/US Army National Guard

აბრამსის ტიპის ტანკების პირველი ნაკადს უკრაინა შემოდგომის დასაწყისში მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ს არმიის მდივნის ასისტენტი დაგლას ბუში ავრცელებს. მისი თქმით, აბრამსის პირველი ტანკები უკვე მზადაა გადასაზიდად. 

"ახლა აბრამსის ტანკები ევროპაში უნდა ჩავიდეს, შემდეგ უკრაინაში, ყველა სხვა საჭირო კომპონენტთან - საბრძოლო მასალასთან, სათადარიგო ნაწილებთან, საწვავის აღჭურვილობასთან და შეკეთების მექანიზმებთან ერთად" - თქვა დაგლას ბუშმა. 

აშშ-მ უკრაინული ჯარის წვრთნა აბრამსის ტანკების მართვისთვის 2023 წლის მაისში დაიწყო. 

კომენტარები