ჩინეთი

ივლისში ჩინეთში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი რეკორდულად შემცირდა

Getty Images

სუსტი გლობალური მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩინეთის ივლისის იმპორტი და ექსპორტი სამი წლის განმავლობაში ყველაზე დიდ ვარდნას განიცდის

ოფიციალური მონაცემებით, ივლისში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 14.5%-ით შემცირდა, იმპორტი კი - 12.4%-ით.  

ჩინეთის ეკონომიკური აქტივობა პანდემიის სამი წლის განმავლობაში მიღებული რეგულაციებით მნიშვნელოვნად შენელდა. ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმკაცრესი იყო. შანხაიში სრული კარანტინი 2022 წლის მარტიდან ორი სრული თვის განმავლობაში გრძელდებოდა. 25 მილიონი ადამიანით დასახლებული ქალაქი ჩინეთის ფინანსურ კერას წარმოადგენს, რომლის სამუშაო აქტივობების შეჩერებამ  ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. 

დასავლელი ეკონომისტების შეფასებით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ამჟამინდელი მაჩვენებელი ქვეყნის პოსტპანდემიურ აღდგენის ტემპზე შეშფოთებას ზრდის. 

კომენტარები