ცნობილი სერიალების Breaking Bad-ისა და Better Call Saul-ის ვარსკვლავი, მარკ მარგოლისი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ზემოხსენებულ სერიალებში გამორჩეული გმირის, ჰექტორ სალამანკას როლის შემსრულებელი 3 აგვისტოს, ნიუ იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში მცირეხნიანი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის შვილი ადასტურებს.
ფილადელფიაში დაბადებულმა და ნიუ იორკში გაზრდილმა მარგოლისმა, რომელიც სამსახიობო ოსტატობის ლეგენდარული მასწავლებლის, სტელა ადლერის მოსწავლე იყო, 70-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა. მარგოლისი თავდაპირველად მაყურებლების დიდმა ნაწილმა Scarface-დან გაიცნო, სადაც ის ალბერტოს როლს ასრულდება. სხვადასხვა დროს მარგოლისი მონაწილეობდა ცნობილი რეჟისორის, დარენ არონოვსკის ფილმებში Pi, Requiem for a Dream, Noah, Black Swan და The Fountain.





