სტიქია რაჭაში

ხაბეიშვილი სტიქიაზე: ივანიშვილმა ტყეები გაჩეხა – რეალისტურია, გამომწვევი მიზეზი ეს იყოს

ბიძინა ივანიშვილმა ტყეები გაყიდა და არ ვიცით, დახურულ ზონებში რა ხდება. ვიცით ის, რომ იქაურობა გაჩეხა, გაზიდა და გაძარცვა. რეალისტურია, რომ გამომწვევი მიზეზებიც ეს იყოს. წლებია, ივანიშვილის კომპანიებსა და კარის ბიზნესმენებს რაჭაში თვალი და საჭრელი დაზგები აქვთ დადგმული. რუს ოლიგარქს, პუტინისტ დავით ხიდაშელს რაჭის ტყეების 30 % გადასცა, რომელიც თბილისზე დიდი ტერიტორიაა.

ბიძინა ივანიშვილმა ვერტმფრენები გაყიდა და საგანგებო სიტუაციების დროს პრობლემებს ვხედავთ. იმის ნაცვლად, რომ ამ 11 წელიწადში ათობით სამაშველო ვერტმფრენი გვეყიდა, მდიდრდებიან ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, ვახტანგ გომელაური - ხალხი კი ზარალდება.

ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია. ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ, დაიცვან საკუთარი თავი და ოჯახის წევრები.

წერს Facebook-ზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი რაჭაში, კურორტ შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით. სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებრად მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.

კომენტარები