პრინცესა დიანა

ჩაიძირა იახტა, რომელზეც პრინცესა დიანამ უკანასკნელი ზაფხული გაატარა

ABACA/PA Images

ძვირადღირებული იახტა, რომელზეც უელსის პრინცესა დიანამ თავისი ბოლო ზაფხულის ნაწილი გაატარა, ხმელთაშუა ზღვაში, ნიცის მახლობლად ჩაიძირა.  პრინცესა დიანა სამხრეთ საფრანგეთის წყლებში იახტა კუჟოთი თავის იმდროინდელ პარტნიორ, დოდი ფაედთან ერთად, 1997 წელს ისვენებდა. 

იახტა საფრანგეთის რივიერის მახლობლად დაუდგენელ ობიექტს შეეჯახა. ავარიის დროს იახტას მისი ბოლო მფლობელი მართავდა, რომელმაც საკუთარი ძალებით სცადა წყლის ამოტუმბვა, თუმცა უშედეგოდ. შემთხვევის ადგილზე გამოგზავნილმა ბუქსირმაც ვერ შეძლო ცნობილი იახტის გადარჩენა.

ბორტზე მყოფი შვიდი ადამიანი უვნებლად გადაარჩინეს, თუმცა იახტა ჩაიძირა და მალევე მინიმუმ 2 430 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა.

კომენტარები