პრინცესა დიანა

პრინცესა დიანას კაბა აუქციონზე $1 148 000-ად გაიყიდა

პრინცესა დიანა ფლორენციაში, 1985
Tim Graham Photo Library / Getty Images

პრინცესა დიანას კაბა, რომელიც მას 1985 წელს ფლორენციის მერის მიერ გამართულ ვახშამსა და მომდევნო წელს ვანკუვერის სიმფონიური ორკესტრის კონცერტზე ეცვა, აუქციონზე $1.148 მილიონად (ანუ £900 000-ად) გაიყიდა.

ინფორმაციას Julien's-ის აუქციონის სახლი ავრცელებს. აუქციონზე გამოტანამდე კაბის ღირებულება $100 000-ად შეფასდა, თუმცა საბოლოოდ ის 11-ჯერ ძვირად გაიყიდა, რაც უელსის პრინცესის კაბებიდან ყველაზე ძვირადღირებულია, რომელიც აუქციონზე ოდესმე გაყიდულა.

კაბის ნაჭერი მსოფლიოში ცნობილი ქსოვილებით მოვაჭრე ჯეიკობ შლეპფერის მიერ არის შერჩეული და მასზე ვარსკვლავებია ამოქარგული, ხოლო კაბის ქვედა ნაწილზე ბალერინას კაბა, სხვადასხვა ვარაუდით, პრინცესა დიანას მიერ ინგლისის ეროვნული ბალეტის მფარველობას და დიანას ცეკვისადმი სიყვარულს აღნიშნავს.

აუქციონზე გაყიდული პრინცესა დიანას კაბა

მანამდე, აუქციონზე გაყიდული პრინცესა დიანას კაბებიდან ყველაზე ძვირადღირებული ვიქტორ ედელშტეინის მიერ შეკერილი ხავერდის კაბა იყო, რომელიც 1991 წელს $604 800-ად გაიყიდა.

კომენტარები