აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პროკურატურამ ნათია ბახტაძის მკვლელობა გახსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ გენერალურმა პროკურატურამ 28 ივლისს გალში გაუჩინარებული ნათია ბახტაძის მკვლელობა გახსნა.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, 28 ივლისს, ბახტაძე ოჩამჩირის მაცხოვრებელმა, აინარ ცვიჟბამ ავტომობილის სალონში მოკლა. ბრალდებული დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს.

ბახტაძის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია პირველად 28 ივლისს გავრცელდა, როდესაც მასთან ახლობლები დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ.

31 ივლისს, ბახტაძის დედამ, იამზე აგუმავამ 28 წლის შვილის ძებნაში დახმარებისვის მიმართა ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას და დეფაქტო ომბუდსმენს. 

კომენტარები