ლიზო

ლიზოს ყოფილი მოცეკვავეები სექსუალურ შევიწროებასა და მტრულ სამუშაო გარემოში ადანაშაულებენ

NY Times

მელისა ვივიენ ჯეფერსონს, იგივე ლიზოს, სამი ყოფილი მოცეკვავე სექსუალურ ძალადობაში, მტრულ სამუშაო გარემოში და ბოდიშეიმინგში(გარეგნობის საფუძველზე შეურაცხყოფა) ადანაშაულებენ.

მოცეკვავეებმა არიანა დევისმა, კრისტალ უილიამსმა და ნოელ როდრიგესმა ჯეფერსონის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ინფორმაციას მოცეკვავეების ადვოკატი რონ ზამბრანო ავრცელებს, მისი თქმით, სექსუალური შევიწროების, ბოდიშეიმინგისა და რელიგიურ ნიადაგზე შევიწროების შემთხვევები 2021-2023 წლებში ხდებოდა.

დევისის თქმით ლიზო და მისი ქორეოგრაფი გარეგნობისა და ზედმეტი წონის გამო აკრიტიკებდნენ. 

სამივე მოცეკვავის თქმით ლიზო კონცერტების შემდეგ წვეულებებზე წასვლას აძალებდა, უარის თქმის შემთხვევაში მოცეკვავე კარგავდა დამქირავებლის კეთილგანწყობას. საჩივარში აღწერილია შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი წვეულების დროს მომღერალმა თავის დაქვემდებარებულებს დააძალა შეხებოდნენ სტრიპტიზ კლუბის შიშველ თანამშრომლებს. 

ასევე მოცეკვავეების თქმით ლიზო არღვევდა მათ პირად სივრცეს და ხელით ეხებოდა სხეულზე.

თავად მომღერალს ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები