ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრებლებს ე.წ სასაზღვრო ზონაში სამეურნეო საქმიანობის უფლება მისცეს

cominf

2 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით ოკუპირებული ცხინვალის მცხოვრებლებს ცხინვალის, ზნაურის და ლენინგორის ოლქების ე.წ. სასაზღვრო ზონაში გარკვეული სახის ეკონომიკური საქმიანობის, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენისა და ტრანსპორტირების უფლება ეძლევათ. ამ ტიპის საქმიანობებისთვის შესაბამისი ნებართვის მიღება საჭირო არ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

"ამ მიზნებისთვის სასაზღვრო ზონაში გადასავლელად რუსეთის ფედერალური სამსახურის უახლოეს სამმართველოში პასპორტით მისვლაა საჭირო, რათა მოხდეს პირის იდენტიფიცირება, ასევე, სამეურნეო სამუშაოების ადგილის, სახეობისა და დროის დაზუსტება". - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განმარტებით, ეს ღონისძიება აქტიური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პერიოდში მიზნად ხელსაყრელი პირობების შექმნას ისახავს. 

კომენტარები