აფხაზეთი

SOVA: 2 დღის წინ გალში გაუჩინარებული ნათია ბახტაძე გარდაცვლილი იპოვეს

2 დღის წინ გალში გაუჩინარებული ნათია ბახტაძე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ SOVA News ავრცელებს.  გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის სხეული ილორის ტყეში იპოვეს.

ბახტაძის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია პირველად 28 ივლისს გავრცელდა, როდესაც მასთან ახლობლები დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ.

31 ივლისს, ბახტაძის დედამ, იამზე აგუმავამ შვილის ძებნაში დახმარებისვის მიმართა ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას და დეფაქტო ომბუდსმენს. 

28 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

კომენტარები