ამერიკელი კომიკოსი და მსახიობი, პოლ რუბენსი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუბენსის ინსტაგრამზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, მსახიობი 6 წლის განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.
პოლ რუბენსი ცნობილი გახდა 1985 წელს, როდესაც მან თავისივე შექმნილი Pee-wee Herman-ის პერსონაჟი შეასრულა ფილმში Pee-wee's Big Adventure, ხოლო შემდეგ იგივე პერსონაჟის როლს ასრულებდა საბავშვო სატელევიზიო პროგრამა Pee-wee's Playhouse-ში, რომელიც CBS-ზე 1986-1991 წლებში გადიოდა.
რუბენსის მიერ შექმნილმა პროგრამამ ჯამში 22 Emmy-ს ჯილდო აქვს მიღებული.
2016 წელს, ის იყო Netflix-ის Pee-wee's Big Holiday-ის ერთ-ერთი თანაავტორი, სადაც მან კვლავ ითამაშა Pee-wee Herman-ის პერსონაჟი. ეს მსახიობის უკანასკნელი შესრულებული როლი იყო.





