შსს

საგამოძიებო: გოგა რაზმაძემ უარი თქვა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის, გოგა რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, რაზმაძემ განცხადებაში მოყვანილი გარემოებების თაობაზე განმარტებების გაკეთება და გასაუბრებაში მონაწილეობის მიღება არ ისურვა.

"იმ პირობებში, როდესაც განცხადებაში მოყვანილი გარემოებები საჭიროებდა დაზუსტებას და განმცხადებელმა უარი თქვა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, უწყებამ  განცხადების იმ შინაარსით იხელმძღვანელა, რომელიც  წარმოდგენილი იყო და დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გამოძიება არ დაიწყო.

ვინაიდან განცხადება შეიცავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან გოგა რაზმაძის მიმართ შესაძლო არაეთიკური და დისციპლინური გადაცდომების ნიშნებს, იგი არა დანაშაულზე რეაგირების, არამედ სწორედ დისციპლინური წარმოების ფარგლებში გადაეგზავნა შსს გენერალური ინსპექციის უფროსს, რომელიც კანონით ერთადერთი უფლებამოსილი უწყებაა, შეისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შესაძლო არაეთიკური, დისციპლინური გადაცდომები". – ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის საქმეზე გამოძიება არ დაიწყო და გოგა რაზმაძის განცხადება გენერალური ინსპექციის უფროსს გადაუგზავნა – "რეაგირების მიზნით". რაზმაძე განცხადებაში საუბრობდა, რომ უწყებაში ხარვეზებზე საუბრის შემდეგ მასზე ზეწოლა დაიწყო და გენინსპექციაში "საქმე გაურჩიეს". 

შსს-ს თანამშრომელი: ხარვეზებზე საუბრის გამო გენინსპექციაში საქმე გამირჩიეს

კომენტარები