საქართველო-ჩინეთი

კინზინგერი ჩინეთში ვიზიტზე: ღარიბაშვილი ანადგურებს საკუთარ ერს

"პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ანადგურებს საკუთარ ერს" – ასე ეხმაურება აშშ-ს ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჩინეთში ვიზიტს.

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს.

ღარიბაშვილმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინფინგთან შეხვედრისას თქვა, რომ "საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს", ხოლო საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები "სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლდა".

სი ძინფინგი: გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას

კომენტარები