რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ და მოკავშირეები უკრაინასთან ერთად მარცვლეულის ალტერნატიული მიწოდების გეგმაზე მუშაობენ

Umit Bektas/Reuters

აშშ და მისი მოკავშირეები კიევთან ერთად ალტერნატიულ სახმელეთო მარშრუტების შედგენაზე მუშაობენ, რომელთა მეშვეობითაც ისინი მარცვლეულის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყნებისთვის მიწოდებას შეძლებენ. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ ისაუბრა.

"ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირთან, უკრაინასთან და სხვა ევროპელ პარტნიორებთან, რათა გავიგოთ, არსებობს თუ არა მარცვლეულის ბაზარზე გატანის სხვა გზა, თუმცა სახმელეთო გზა არც ისე ეფექტიანია - ამ მარცვლეულის ბაზარზე მოხვედრის საუკეთესო ვარიანტი საზღვაო გზებია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვმუშაობთ, ვნახოთ, ამ მიმართულებთ რის გაკეთებას შევძლებთ". - ამბობს კირბი. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა. 

ამავდროულად, რუსეთის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. 17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

აქამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე თანახმა იყო. რეპორტიორებთან საუბრისას ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება, რომელიც 17 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თურქეთისა და გაეროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გახანგრძლივდებოდა.

კომენტარები