რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერდოღანი: პუტინი თანახმაა, მარცვლეულის შეთანხმება გაგრძელდეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მარცვლეულის შავი ზვის ექსპორტის შეთანხმების გაგრძელებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც ეთანხმება. 

რეპორტიორებთან საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც 17 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თურქეთისა და გაეროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გახანგრძლივდება. 

მანამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ევროკომისია ეხმარება გაეროსა და თურქეთს მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაში და ღიაა "განიხილოს ყველა გამოსავალი".

გლობალური სასურსათო კრიზისის შესამცირებლად 2022 წლის ივლისში გაერო და თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას შუამავლობდნენ. უკრაინა და რუსეთი მსოფლიოში მარცვლეულის მოწინავე ექსპორტიორებს შორის არიან.

კომენტარები