საბერძნეთი

საბერძნეთში ხანძრის ჩაქრობისას თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ორივე პილოტი

AP Photo/Petros Giannakouris

25 ივლისს საბერძნეთში ხანძრის ჩაქრობისას თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორივე პილოტი დაიღუპა. მომხდარის შემდეგ, პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა 26 ივლისს კვიპროსში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და საბერძნეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადეს. 

"მათ თავინთი სიცოცხლე სხვების გადასარჩენად გაიღეს. აჩვენეს, თუ რამდენად საფიხათოა მათი ყოველდღიური მისიები ხანძრის ჩაქრობისას". - თქვა მიცოტაკისმა.

ჯერჯერობით კვლავ უცნობია, თუ რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა. თუმცა, ბოლო დღეებში საბერძნეთის მასშტაბით რამდენიმე ადამიანი ხანძრის შემთხვევით გაჩენის გამო დააკავეს და დააჯარიმეს.

ევროკავშირის მაღალჩინოსნები ევროპის კონტინენტზე ხანძრების გაჩენას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ 2022 წელი ტყის ხანძრების მხრივ 2017 წლის შემდეგ ყველაზე რთული წელი იყო.

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, აღმოჩენილია დამწვარი ცხედარი, რომელიც, სავარაუდოდ, მიმდებარედ მცხოვრებ ფერმერს ეკუთვნის. ფერმერი გასულ კვირას სამხრეთ ეივაში, ხანძრის გაჩენამდე ერთი დღით ადრე გაუჩინარდა. 

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, 26 ივლისს ყველაზე ძლიერი ხანძარი სამხრეთ-აღმოსავლეთ კუნძულ როდოსსა და ჩრდილო-დასავლეთში, კუნძულ კორფუზე იყო. მაშველების განმარტებით, სხვა ადგილებში მათ ხანძრის ხელახლა გაჩენილ კერებთან გამკლავება უწევთ.

კომენტარები