საქართველო-რუსეთი

რუსული Дальэнергомаш-ი 30-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ტექნიკას მიაწვდის – რუსული მედია

khabarovsk.fooby.ru

ხაბაროვსკის საინჟინრო ქარხანამ "Дальэнергомаш"-მა 30-წლიანი შესვენების შემდეგ საქართველოსთვის ტექნიკის მიწოდება აღადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ხაბაროვსკის რეგიონულ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს

"ბოლო 30 წლის განმავლობაში ქარხანამ პირველად მიიღო შეკვეთა საქართველოდან. აზოტის აირის გენერატორი გაეგზავნება ქიმიურ ქარხანას, რომელიც მინერალურ სასუქებს აწარმოებს. ასევე, 2023 წელს კომპანიამ უკვე გაუგზავნა ტექნიკა ინდოეთში და ყაზახეთში არსებულ მეტალურგიულ ქარხნებს". - ციტირებს TACC-ი ხაბაროვსკის რეგიონული მთავრობის განცხადებას.

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ახლა "Дальэнергомаш"-ი ტექნიკას აწვდის ათზე მეტ ქვეყანას, მათ შორის, ბელარუსს, ბულგარეთს, ინდოეთსა და ირანს.

როგორც TACC-ი წერს, კომპანია მუდმივად მონაწილეობს რუსულ და უცხოურ გამოფენებში. ამავე ინფორმაციით, ექსპორტის მხარდაჭერის ცენტრის დირექტორმა მიხეილ სერგიენკომ აღნიშნა, რომ "ქარხანა ყოველ მოგზაურობას ერთი ან მეტი ხელშეკრულების გაფორმებით ამთავრებს". ეს კი, მისივე თქმით, საზღვარგარეთ პროდუქციის მაღალ კონკურენტუნარიანობას მიუთითებს.

კომენტარები