საქართველო-ეროკავშირი

ჰერჩინსკი: ჩვენ ვცდილობთ რუსეთის იზოლირებას და პარტნიორებისგან იმავე მიდგომას ველით

ჩვენ კოლექტიურად გადავწყვიტეთ, აგვეკრძალა და შეგვეზღუდა ჩვენი კონტაქტი რუსეთთან. ჩვენ გვსურს რუსეთის იზოლირება და მასზე ზეწოლა, გვსურს, რომ რუსეთმა პასუხი აგოს აღმაშფოთებელი ქცევისთვის უკრაინაში. ყოველდღიურად ვხედავთ, რა დანაშაულები და სისასტიკე ჩაიდინა, ამას ისე ვერ დავტოვებთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, როგორც შეგვიძლია, ვცდილობთ ზეწოლის მოხდენას და რუსეთის იზოლირებას. ჩვენი თვალსაზრისით, ეს არის ერთადერთი გზა, რათა უზრუნველყოთ, რომ ეს საშინელი ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე და ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან, განსაკუთრებით კი იმ პარტნიორებისგან, რომელთაც ევროკავშირის წევრობა სურთ, მიჰყვნენ იმავე მიდგომას.

თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პირველი არხის ცნობით.

კომენტარები