რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი თავდასხმაზე: ოდესის გამო რუს ტერორისტებს სამაგიერო მიეზღვებათ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე ბერლინში, 14 მაისი, 2023.
REUTERS/Fabrizio Bensch

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაზე რუსების სარაკეტო თავდასხმას Twitter-ზე გამოეხმაურა.

"რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ, საცხოვრებელი შენობების წინააღმდეგ, ტაძარი... რუსულ ბოროტებას გამართლება ვერ ექნება. როგორც ყოველთვის, ეს ბოროტება დამარცხდება. და ოდესის გამო რუს ტერორისტებს სამაგიერო აუცილებლად მიეზღვებათ. ისინი იგრძნობენ შურისძიებას.

ყველას, ვინც ამ ბოლო ტერაქტის შედეგად დაზარალდა, დახმარებას უწევენ.

მადლობელი ვარ ყველასი ვინც ხალხს ეხმარება და ყველასი, ვინც ფიქრებით და ემოციებით ოდესასთანაა. ჩვენ ამას გადავლახავთ. აღვადგენთ მშვიდობას. ამისთვის კი რუსული ბოროტება უნდა დავამარცხოთ". - წერს ზელენსკი.

23 ივლისს ღამით ოდესაში მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიჭრა 19 და დაიღუპა 1 ადამიანი. ასევე, განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. გარდა ამისა, დაზიანდა ათობით მანქანა. აფეთქებების შედეგად მრავალ შენობაში ჩაიმსხვრა ფანჯრები, სახურავები და ფასადები.

თავდასხმის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განმარტა, რომ ოდესაზე სარაკეტო ტერორი მარცვლეულის დერეფნის აღდგენის განეიტრალების მცდელობაა. დანილოვის თქმით, უკრაინამ რუსების გეგმის შესახებ იცის და მათ სათანადოდ უპასუხებს.

"ოდესის რეგიონზე რუსული სარაკეტო თავდასხმების მთავარი მიზანი უკრაინის შავ ზღვაში გასასვლელის იზოლაცია და მარცვლეულის დერეფნის საერთაშორისო ძალისხმევის განეიტრალებაა. კრემლის გეგმამ უნდა შექმნას ხელოვნური შიმშილი, უპირველეს ყოვლისა, აფრიკის ქვეყნებისთვის და გაზარდოს მიგრაციული საფრთხის დონე ევროპისთვის". - წერს დანილოვი.

კომენტარები