რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება ოდესაზე თავდასხმაზე: მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, დაგმოს ეს ომის დანაშაული

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ირეაგირონ რუსეთის ქმედებებზე, რომელმაც ოდესაზე მორიგი სარაკეტო თავდასხმით ქალაქის ისტორიულ ცენტრში დიდი ნგრევა გამოიწვია. 

"რუსული რაკეტები კლავს ხალხს და ანგრევს იუნესკოს მიერ დაცულ ოდესის ისტორიულ ადგილებს. ყველაზე დიდი თავდასხმა მთავარ პორტზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოსა და ორგანიზაციას, დაგმონ ეს ბარბაროსული ომის დანაშაული". - წერს კულება. 

23 ივლისს ღამით ოდესაში მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიჭრა 19 და დაიღუპა 1 ადამიანი. ასევე, განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი და ორი არქიტექტურული ძეგლი, დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი. გარდა ამისა, დაზიანდა ათობით მანქანა. აფეთქებების შედეგად მრავალ შენობაში ჩაიმსხვრა ფანჯრები, სახურავები და ფასადები.

თავდასხმის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განმარტა, რომ ოდესაზე სარაკეტო ტერორი მარცვლეულის დერეფნის აღდგენის განეიტრალების მცდელობაა. დანილოვის თქმით, უკრაინამ რუსების გეგმის შესახებ იცის და მათ სათანადოდ უპასუხებს.

"ოდესის რეგიონზე რუსული სარაკეტო თავდასხმების მთავარი მიზანი უკრაინის შავ ზღვაში გასასვლელის იზოლაცია და მარცვლეულის დერეფნის საერთაშორისო ძალისხმევის განეიტრალებაა. კრემლის გეგმამ უნდა შექმნას ხელოვნური შიმშილი, უპირველეს ყოვლისა, აფრიკის ქვეყნებისთვის და გაზარდოს მიგრაციული საფრთხის დონე ევროპისთვის". - წერს დანილოვი.

კომენტარები