ისრაელი

სასამართლო რეფორმის გასაპროტესტებლად ათასობით ადაიმანი თელ-ავივიდან იერუსალიმისკენ დაიძრა

AP Photo/Ohad Zwigenberg

ისრაელში ათასობით ადამიანი თელ-ავივიდან იერუსალიმისკენ გამართულ მსვლელობას შეუერთდა, რათა პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ინიციირებული სასამართლო რეფორმა გააპროტესტონ

მომიტინგეებმა ისრაელის დროშებითა და პოლიტიკური პლაგატებით ოთხი კილომეტრის სიგრძის მსვლელობა მოაწყვეს, რომელიც ზეთისხილის ბაღებსა და სასოფლო-სამეურნეო მიწებს კვეთს. მათ ორი დღის წინ, 20 ივლისს დატოვეს ზღვისპირა თელ-ავივი და ღამით იერუსალიმისკენ, ლატრუნის მონასტრის მახლობლად დაბანაკდნენ. 

გასულ დღეს კი მსვლელობის გაგრძელებამდე დემონსტრანტებმა ერთად ისაუზმეს, დაშალეს კარვები, მათი ნაწილი ლოცულობდა და ბოლოს აიღეს მიმართლება იერუსალიმისა და ისრაელის პარლამენტისკენ.

მოსალოდნელია, რომ კანონმდებლები ორშაბათს კენჭს უყრიან კანონპროექტს, რომელიც უზენაესი სასამართლოს ზედამხედველობის უფლებამოსილებებს შეზღუდავს და აღარ მისცემს უფლებას, გააუქმოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მას "არაგონივრულად" მიაჩნია. 

თუ კანონპროექტს ქნესეთი საბოლოოდ მიიღებს, ხელისუფლებას შეეძლება დაძლიოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები.

კანონის შესაძლო ცვლილების საწინააღმდეგო მასშტაბური აქციები გასულ თვეებშიც მიმდინარეობდა. თუმცა შემდეგ, პალესტინურ ჯგუფებთან დაპირისპირების ფონზე, დროებით შეწყდა. დროებით შეჩერებული იყო ცვლილებაზე მთავრობის მხრიდან საუბარიც.

კომენტარები