ოპოზიციური ერთიანობა

ვაშაძე: დღეს მიხეილ სააკაშვილი არის დასავლური ცივილიზაციის ბრძოლის სიმბოლო

მიხეილ სააკაშვილთან და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან ერთ რამეზე შევთანხმდით: დღეს სხვა რეალობაში ვართ. უკრაინაში სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, რომელიც რუსეთმა დაიწყო. მსოფლიო 2 ნაწილად გაიყო, ცივილიზებულ სამყაროდ და რუსულ უბედურებად. ქართული ოცნება არის რუსული უბედურების თანამონაწილე და ასე ვთქვათ, მისი ერთ-ერთი საცეცი, რომელიც საქართველოშია. ამიტომ, ამოცანა არის, რომ საქართველო ამ უბედურებისგან დავიხსნათ. შესაბამისად, ყველამ ვთქვით - რაც ვიკამათეთ, ვიმსჯელეთ, ამას აზრი არ აქვს, ახლა სამშობლოა გადასარჩენი. რა თქმა უნდა, მიშას ძალიან დიდი გავლენა აქვს. ჩემი აზრით, დღეს მიხეილ სააკაშვილი არის დასავლური ცივილიზაციის ბრძოლის სიმბოლო. ამას მსოფლიო ლიდერებიც ამბობენ. აქედან გამომდინარე, მას ძალიან დიდი როლი აქვს. დარწმუნებული ვარ, იქნება რაციონალური პროცესი, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს. 

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ფორმულას ეთერში. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა პოლიტიკურ ალიანსი შექმნეს. გიორგი ვაშაძემ და ლევან ხაბეიშვილმა "გამარჯვების პლატფორმა" დააფუძნეს. 

კომენტარები