ოპოზიციური ერთიანობა

იონათამიშვილი: დიდი ხანია, ასეთი კარიკატურული და უშინაარსო პოლიტიკური ქორწინება არ გვინახავს

ორი არასერიოზული, მაგრამ ძალიან ბედნიერი ადამიანის გაერთიანება ვნახეთ. სინამდვილეში, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ძალიან გამიჭირდება, ვინაიდან, ლევან ხაბეიშვილიც და გიორგი ვაშაძეც ისეთი ადამიანები არიან, რომლებისთვისაც პოლიტიკურ პარტიას კი არა, ისეთ საქმიანობასაც ვერ წარმოვიდგენ, რომელიც შეიძლება, რომ მათ ჩააბარო. დიდი ხანია, ასეთი კარიკატურული და უშინაარსო პოლიტიკური ქორწინება არ გვინახავს, მაგრამ ესეც როგორც ერთი, ასევე მეორე პარტიისთვის ნიშანდობლივია. 

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი სტრატეგია აღმაშენებლისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილ ალიანსს, "გამარჯვების პლატფორმას".

კომენტარები