საქართველო-უკრაინა

არახამია: თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და ქართული ოცნებაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მორიგ ჯერზე ტყუის და მორიგ ჯერზე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის შუღლის ჩამოგდებას, ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.

თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” მთავრობაა. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი ქართველების ადგილი ჩვენთან ერთად ერთიან ევროპულ ოჯახში იყოს, სადაც უზრუნველყოფილია მშვიდობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და კეთილდღეობა.

წერს უკრაინის მმართველი პარტიის, ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია. გუშინ, 19 ივლისს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინა იყო დაინტერესებული, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. 

კომენტარები